Tag Archives: თავბრუსხვევით

ცერებრასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიმაღლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმაღლის დაავადება – ვითარდება დიდ სიმაღლეებზე ასვლისას (4000 მ – ზე ზევით; ჟანგბადით სუნთქვისას – 12 000 მ – ზე). განპირობებულია შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისწასვლით, გულისრევით, ტკივილით ყურებში, ფილტვებისა და ტვინის შეშუპებებით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More