Tag Archives: თავის ტვინის კოპრესია

თავის ტვინის კოპრესია

თავის ტვინის კოპრესია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

თავის ტვინის კოპრესია (compressio cerebri; ლათ. Compressio შეკუმშვა, გაჭყლეტა, გასრესა) სინდრომი, რომელიც ვითარდება ქალაშიდა პათოლოგიური პროცესების – ახალწარმონაქმნების, ანთებითი პროცესების, სისხლჩაქცევების, ასევე ქალა – ტვინის ტრავმების დროს, ხშირად ქალას ძვლების მოტეხილობებისა და ქალაშიდა ჰემატომების დროს; ხასიათდება ტვინის ზოგადი და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ თავის ტვინის კომპრესიას. მწვავე განპირობებულია ტვინის გარსების სისხლძარღვების ან თვითონ ტვინის დაზიანებით, ეპიდურული, სუბდურული ან ტვინშიგა ჰემატომების შემდგომი წარმოქმნით, თავზურგტვინის სითხის ცირკულაციის მწვავე

მოშლით, რასაც თან ახლავს ჰიდრომების წარმოქმნა, ტვინის დაზიანებით და მისი შემდგომი ლოკალური ან დიფუზური შეშუპებით. თავის ტვინის მწვავე კომპრესიას იწვევს რიგი დაავადებები და მათი გართულებები: ჰემორაგიული ინსულტი, არტერიული და არტერიულ-ვენური ანევრიზმების გასკდომა ქალაშიდა ჰემატომების წარმოქმნით, ან ტვინის გენერალიზებული შეშუპებით, ტვინის ინფარქტი პერიფოკალური შეშუპებით და სხვ.

Read More