Tag Archives: თალასემია

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფერადობის მაჩვენებელი – პირობითი ერთეული, რომელიც ახასიათებს თითოეული ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს; გამოიყვანება ჰემოგლობინის შემცველობის შეფარდებით ერითროციტების რიცხვთან. მისი დაქვეითება მიუთითებს ერითროციტების ჰემოგლობინით არასაკმარის გაჯერებაზე (ჰიპოქრომული ანემიები – რკინადეფიციტური, თალასემია); მომატება აღინიშნება ერითროციტების მოცულობის გაზრდისას (ჰიპერქრომული ანემიების – პერნიციოზული, აუტოიმუნური, ჰემოლიზური და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ჰემოლიზური ანემიები

ჰემოლიზური ანემიები hemolytic anemia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემოლიზური ანემიები დაკავშირეულია ერითროციტების გაძლიერებულ დაშლასთან. ყველა ჰემოლიზური მდგომარეობა ხასიათდება სისხლში ერითროციტების დაშლის პროდუქტების გაზრდით-ბილირუბინის ან თავისუფალი ჰემოგლობინის, ან შარდში ჰემოსიდერინის გაჩენით. მნიშვნელოვანი ნიშანია სისხლში ,,ახალდაბადებული“ ერითროციტების პროცენტული მატება – რეტიკულოციტების, წითელი სისხლის უჯრედების პროდუქციის მომატების ხარჯზე. ჰემოლიზური ანემიის დროს ძვლის ტვინი ხასიათდება წითელი რიგის უჯრედების მნიშვნელოვანი მომატებით.

Read More