სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘თანამედროვე’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ამბივალენტობა გრძნობისა – (ლათ. ambo = ორივე და valentia = ძალა). ემოციურ განცდათა სპეციფიკური თვისება, რომელიც საწინააღმდეგო გრძნობათა ერთდროულ, ერთ მთლიანობაში განცდას გულისხმობს. ტერმინი ამბივალენტობა ფსიქოანალიზის სკოლას ეკუთვნის. შემოიღო შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ე. ბლოილერმა. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამბივალენტურ გრძნობებს უწოდებენ ისეთ განცდებს, როცა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები ერთმანეთს კი არ ანეიტრალებენ, არამედ ერთმანეთს ერწყმიან. მაგ., ავტომანქანით დიდი სისწრაფით ქროლვისას, მთის მწვერვალზე დგომისა და სხვ. ანალოგიურ შემთხვევებში ადამიანი ერთდროულად შიშსაც განიცდის და სიამოვნებასაც. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები 4. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Viewed 1585 times by 334 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალტერნატიული მედიცინა – ოფიციალურ მედიცინაში დაავადებების ურთიერთდაპირისპირებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისა და სისტემების ერთობლიობა. მას მიეკუთვნება ჰომეოპათია, ფიტოთერაპია, ოსტეოპათია, ქიროპრაქტიკა, აკუპუნქტურა, ტიბეტური მედიცინა და სხვ. მათ ძირითად ნიშანს წარმოადგენს თეორიული ბაზის არარსებობა, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების მოთხოვნებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები 4. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Viewed 873 times by 251 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალერგოლოგია – (ალერგია და ბერძნული logos – მოძღვრება), ალერგიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზების, მათი განვითარების მექანიზმის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის შემსწავლელი მეცნიერება. XX ს. დასაწყისში ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლის პრობლემებით მრავალი მეცნიერი იყო დაინტერესებული. აღსანიშნავია შ. რიშეს (1902), მ. ართიუსის (1903), თ.სმითის (1904), გ.სახაროვის (1905) დაკვირვებები კლინიკურ პათოლოგიასა და იმუნოლოგიაში. კერძოდ, გამოკვლევები ადგილობრივი და ზოგადი ანაფილაქსიის შესახებ 1905 ავსტრიელმა ექიმმა კ.პირკემ ბ.შიკთან ერთად აღწერა ორგანიზმის მომეტებული მდრძნობელობა დიფთერიის საწინააღმდეგო ანტიტოქსიკური შრატისადმი და მას შრატისმიერი ავადმყოფობა უწოდა, ხოლო 1906 ამის საფუძველზე ბიოლოგიასა და მედიცინაში შემოიტანა ალერგიის ცნება. ალერგოლოგიის განვითარებას სსრ კავშირში ხელი შეუწყო რუსი მეცნიერების ა. ბეზრედკას, ა. აბრიკოსოვის, ნ. სიროტინინის, ა. ზდროდოვსკის, ა. ადოს გამოკვლევებმა. ალერგოლოგია მჭიდროდ უკავშირდება მედიცინის ყველა დარგს, განსაკუთრებით – იმუნოლოგიას, ჰიგიენას, კლინიკური დისციპლინებიდან კი თერაპიას, პედიატრიას, დერმატოლოგიას, ინფექციურ სნეულებებს და სხვ. სსრკ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში ალერგოლოგიის საკითხები ისწავლება პათოფიზიოლოგიის, პათანატომიის, მიკრობიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, შინაგან სნეულებათა, კანის დაავადებათა და სხვ. დისციპლინების სპეც. კურსის გავლისას. 1964 – იდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში იკითხება ალერგოლოგიის სპეც. კურსი. 1967 რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან შეიქმნა ალერგოლოგიის ლაბორატორია. ბოლო 1973 – დან განყოფილება. 1961 – იდან ალერგოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკულ პრობლემებზე მუშაობს სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ლაბორატორია. თანამედროვე ალერგოლოგია იყენებს ავადმყოფთა გამოკვლევის კლინიკურ – იმუნოლოგიურ (კანისა და სეროლოგიური ტესტები), პათოფიზიოლოგიის და პათოქიმიის (შინაგან ორგანოთა გუნქციის შესასწავლი, სისხლში ჰისტამინისა და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის დასადგენი და სხვ. სინჯები) მეთოდებს გ.გურგენიძე [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Viewed 3009 times by 338 viewers

konsultaciebi

vaka