Tag Archives: თეძოს

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More

შტირლინის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტირლინის სიმპტომი – ბარიუმის ფაფის მიღების 5 – 6 საათის შემდეგ საკონტრასტო ნივთიერება იმყოფება თეძოს ნაწლავის ბოლო მარყუჟებში, ხოლო ფაფის მნიშვნელოვანი ნაწილი არის განივზოლიანი ნაწლავის საწყის მესამედში. ამ სეგმენტებს შორის საკონტრასო ნივთიერება არ არის. სინონიმები: ”ნახტომის” სიმპტომი. ილიოცეკალური მიდამოს ტუბერკულოზური დაზიანების სიმპტომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More