Tag Archives: თვითნებურად

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა – (ქირურგ.) შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ნაღვლის სადინრის მწვავე დახშობა ჩვეულებრივ ვითარდება მასში ან დიდი დუოდენალური დვრილის მიდამოში ნაღვლის კენჭის გაჭედვის შემთხვევაში. ნაღვლის საერთო სადინრის ქრონიკული დახშობა ვითარდება სადინრის, პანკრეასის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნით, ანთებითი ინფილტრატით ზეწოლის შედეგად, აგრეთვე ანთებითი პროცესის

Read More