Tag Archives: იმიტომ

უჯრედის ფენოტიპი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ფენოტიპი – (phaenotypus cellulae ბერძნ.phaino – ვუჩვენებ და typos – სახე, ანაბეჭდი) უჯრედის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმ­ნებიან გარემოს ამა თუ იმ პირობებში უჯრედის განვითარების პროცესში. ამ ცვლილებების განვითარების დროს ხდება უჯრედის მემკვიდრეობის რეალიზაცია, აგრეთვე იგრძნობა უჯრედზე გარემოს პირობების ზეგავლენა. უჯრედების ფენოტიპი შეიძლება იყოს

Read More

ტიგროიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიგროიდი – ქრომატოფილური სუბსტანცია (substantia chromatophila), ნისლის ნივთიერება, ბაზოფილური ნივთიერება, ნერვული  უჯრედების ერგას­ტოპლაზმის ბაზოფილური სტრუქტურული კომპონენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ცილების სინთეზში. ამ ნივთიერებას ტიგროიდი იმიტომ უწოდეს, რომ ის ნეიროპლაზმას ხდის მისთვის დამახასიათებელ ლაქებიანს (ბაზოფილური ნივთიერების ბელტები), თითქოსდა ვეფხვის ტყავის მსგავსს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More