მადიფერენცირებელი მიტოზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მადიფერენცირებელი მიტოზი – (mitosis differentiativa ბერძნ. mitos – ძაფი, ლათ.differentiatio – განსხვავება) ასიმეტრიული მიტოზი, რომლის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა პოტენციის ორი შვილეული უჯრედი. ჩვეულებრივ, ერთი მათგანი ინარჩუნებს გამრავლების უნარს, მეორე კი დიფერენცირებას იწყებს და აღარ იყოფა. მადიფერენცირებელი მიტოზები განაპირობებს უჯრედების სხვადასხვა დიფერენცირებას ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარების პროცესებში. ტერმინი