სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ინგლისური’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰოლტ – ორამის სინდრომი – (М. Holt, ინგლ. პედიატრი; S. Oram, ინგლ. კარდიოლოგი) ხელების დიდი თითების ანომალიის და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის მემკვიდრეობითი შერწყმა; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 1044 times by 228 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაბერის სინდრომი – (H. Haber, ინგლ. დერმატოლოგი) მემკვიდრეობითი სიმპტომთკომპლექსი; ხასიათდება კანის მომატებული მგრძნობელობით მზის სხივებისადმი; დაავადება ვლინდება ბავშვობის ასაკში, მყარი ერითემით ცხვირის, ლოყების, შუბლისა და ნიკაპის არეში, რომელიც ძლიერდება მზეზე ყოფნისას და თან ახლავს მცირედი წვა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 709 times by 168 viewers

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბალენსის სიმპტომი – (Ch. Ballance, ინგლ. ქირურგი) პერკუტორული ხმიანობის მოყრუება მუცლის ღრუს ორივე მხარეზე; მოყრუება მარცხნივ, რომელიც არ გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის შეცვლისას მიუთითებს მუცლის ღრუში სისხლის შენადედების არსებობაზე, ხოლო მოყრუება მარჯვნივ, რომელიც გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის ცვლილებისას ნიშანია მუცლის ღრუში თხიერი სისხლის არსებობაზე; ნიშანია ელენთის გაგლეჯვისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Viewed 504 times by 139 viewers

konsultaciebi

vaka