Tag Archives: ინფარქტისა

ანგინოზური სტატუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგინოზური სტატუსი – ზეწოლითი, მოჭერითი, მწვავე ხასიათის ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება მკერდის უკან, ირადიაციით ხელში (როგორც წესი მარცხენა), მხარში, წინამხარში, ქვედა ყბაში, იშვიათად ზურგში; ნიშანია სტენოკარდიისა, მიოკარდიუმის ინფარქტისა. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ადენოზინფოსფორის მჟავები

ლალი დათეშიძე

ადენოზინფოსფორის მჟავები – ნუკლეოტიდები (იხ.), ადენოზინის მონო – , და დი – , და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი (იხ.), ნახშირწყალი რიბოზა (იხ.) და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ – სა და ატფ – ში ქიმ. ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს (იხ.) უწოდებენ.

Read More