მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

Posts Tagged ‘ინფექცია’

ზოგადი ინფორმაცია

ტეტრაციკლინი. Tetracycline. მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების სამკურნალო საშუალება.აქტიური ნივთიერება –ტეტრაციკლინი. Tetracycline.მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის  3%  მალამოს ფორმით.100 გ მალამო შეიცავს ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს – 3.0 გ (აქტივობით 1000 მკგ/მგ მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) და დამხმარე ნივთიერებებს (ლანოლინი უწყლო, პარაფინი, ცერეზინი, გოგირდმჟავე ნატრიუმი პირო, ვაზელინი) –100 გ-მდე.

აქტიური ნივთიერება

ტეტრაციკლინი. Tetracycline.ქიმიური დასახელება – [4S-(4ალფა,4а ალფა,5а ალფა,6ბეტა,12а ალფა)]-4-(დიმეთილამინო)-1,4,4а,5,5а,6,11,12а-ოქტაჰიდრო-3,6,10,12,12а-პენტაჰიდროქსი-6-მეთილ-1,11-დიოქსო-2-ნაფტაცენკარბოქსამიდი (და ჰიდროქლორიდის ან ტრიჰიდრატის სახით).ბრუტო–ფორმულა:C22H24N2O8. ტეტრაციკლინებს მიაკუთვნებენ ანტიბიოტიკების ჯგუფს.CAS-კოდი: 60-54-8.

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ფურუნკულოზი
  • ეგზემები ინფიცირებული
  • ფერიჭამიები
  •  ფოლიკულიტი
  •  ინფექციები ჩირქოვანი,  რბილი ქსოვილების

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტეტრაციკლინების ჯგუფის მოქმედების ფართო სპქტრის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. არღვევს კომპლექსის წარმოქმნას რნმ და რიბოსომს შორის, რაც იწვევს ცილის სინთეზის დარღვევას. აქტიურია Propionibacterium acnes (Corynebacterium acne), გრამდადებითი (Streptococcus spp., Staphylococcus spp., Haemophilus influenzae, Listeria spp., Bacillis anthracis) და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (Neisseria gonorhoeae, Bordetella pertussis, Escherichia coli, Enterobacter spp., Klibsiella spp., Salmonella spp., Shigella spp.), და ასევე Rickettsia spp., Chlamidia spp., Mycoplasma spp., Treponema spp. მიმართ. მდგრადია: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp. მიმართ, Bacteroides spp. და სოკოების შტამების უმრავლესობა, მცირე ვირუსები.
ჩვენებები
რბილი ქსოვილების ჩირქიანი ინფექციები, ფურუნკულოზი, ინფიცირებული ეგზემები, ფერიჭამიები, ფოლიკულიტი.
მიღების წესები და დოზები
გარეგანად. მალამო წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 1-2-ჯერ დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, მსუბუქი წვა, კანის სიწითლე), ფოტოსენსიბილიზაცია
უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა, კანის სოკოვანი დაავადებები, ბავშვთა ასაკი 11 წლამდე.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები
სია ბ.
მშრალ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 20oC.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

Viewed 391 times by 60 viewers

konsultaciebi

vaka

baneri