სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ინფექცია’

ზოგადი ინფორმაცია

ფესამოლი. FESAMOL. თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი, ნოოტროპული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – პირაცეტამი + ცინარიზინი. Piracetam + Cinnarizine. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის 400 მგ/25 მგ  კაფსულის ფორმით. ფესამოლის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერებების – პირაცეტამის 400 მგ-სა და ცინარიზინის 25 მგ-ს.

აქტიური ნივთიერებები

პირაცეტამი + ცინარიზინი. Piracetam + Cinnarizine. პირაცეტამს + ცინარიზინს მიაკუთვნებენ ნოოტროპების ჯგუფს.

სინონიმები

ომარონი (OMARON, Stada, გერმანია).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ათეროსკლეროზი თავის ტვინის არტერიების
  • ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
  • ქალა-ტვინის პოსტტრავმული მდგომარეობა, ინფექცია, ინტოქსიკაცია
  • ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობა, ქრონიკული
  • ფსიქოგენური დარღვევები
  • მენიერის სინდრომი

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი გამოხატული ანტიჰიპოქსიური ეფექტით. აფართოებს სისხლძარღვებს და ააქტიურებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს. აუმჯობესებს მეხსიერებასა და სწავლების პროცესს, ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებას.

ჩვენებები

- თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი;

- ინსულტის შემდგომი მდგომარეობა;

- ქალა-ტვინის პოსტტრავმული მდგომარეობა; ინფექცია, ინტოქსიკაცია;

- ტვინის სისხლმომარაგების ქრონიკული უკმარისობა;

- ფსიქოგენური დარღვევები;

- მენიერის სინდრომი, ნეიროლეპტიკებთან და ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში პერორალურად ინიშნება ფესამოლის 2 კაფსულა სამჯერ დღეში 2-3 თვის განმავლობაში. მდგომარეობის გაუმჯობესებისას 1 კაფსულა სამჯერ დღეში. ბავშვებში დღიური დოზაა 30-50 მგ/კგ სხეულის წონაზე, განაწილებული ორ-სამ მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ სამ კვირას.

გვერდითი მოვლენები

გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, გულისრევა, დისპეფსია. იშვიათად – სისუსტე, ძილიანობა.

უკუჩვენება

პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმლის უკმარისობა, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს. პრეპარატი ზრდის ნოოტროპების, ნეიროლეპტიკებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

Viewed 353 times by 87 viewers

ზოგადი ინფორმაცია

რეფორტანი N პლუსი. Refortan N plus. პლაზმის შემავსებელი საშუალება. აქტიური ნივთიერება – ჰიდროქსიეთილსახამებელი. Hydroxiethyl starch. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – B05AA07. მწარმოებელი ფირმა – BERLIN-CHEMIE AG (გერმანია).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის 500 მლ 10% საინფუზიო ხსნარის ფორმით. 1 ლიტრი საინფუზიო ხსნარი შეიცავს მოქმედ სამკურნალო კომპონენტს: პოლი(O-2-ჰიდროქსიეთილ)სახამებელს 100.0 გ (ჩანაცვლების ხარისხი: 0.45-0.55, საშუალო მოლეკულური მასა: 200 000)  ნატრიუმის ქლორიდს 9.0 გ  (მმოლი/ლ: Na+ 154 da Cl – 154). სხვა კომპონენტებია: საინექციო წყალი. სტერილური და აპიროგენული ხსნარი. pH მნიშვნელობა: 5.0 – 7.0. თეორიული ოსმოლარობა: 309 მოსმოლი/ლ.

აქტიური ნივთიერება

ჰიდროქსიეთილსახამებელი.Hydroxiethyl starch. ქიმიური დასახელება – კოლოიდი,რომელიც შედგენა ამილოპექტინისგან 150000-450000 (საშუალოდ დაახლოებით 264000) მოლეკულური მასით. ჰიდროქსიეთილსახამებელს მიაკუთვნებენ პლაზმის და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელი, წყალ-ელექტროლიტების ბალანსის და მტმ-ის რეგულატორების ჯგუფს.

სინონიმები

რეფორტანი  N (Refortan N, Berlin-Chemie Menarini, გერმანია).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სისხლის პლაზმის არასაკმარისი მოცულობა (ჰიპოვოლემია)ოპერაციებთან, ტრავმებთან, ინფექციებთან და დამწვრობებთან დაკავშირებით
  • შოკი ოპერაციებთან, ტრავმებთან, ინფექციებთან და დამწვრობებთან დაკავშირებით
  •  ჰემოდილუცია სისხლის

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
სისხლის პლაზმის არასაკმარისი მოცულობისა (ჰიპოვოლემია) და შოკის პროფილქტიკა და თერაპია ოპერაციებთან, ტრავმებთან, ინფექციებთან და დამწვრობებთან დაკავშირებით. სისხლის ჰემოდილუციის მიზნით.
მიღების წესები და დოზები
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, პრეპარატის შეყვანა ხორციელდება წვეთოვანი ინფუზიის სახით სისხლის მოცულობის საჭირო ჩანაცვლების შესაბამისად. შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციების გამო აუცილებელია პრეპარატის პირველი 10-20 მლ გადაისხას ნელა და პაციენტზე მეთვალყურეობით. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან სწრაფი და ძალიან დიდი დოზის შეყვანის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სისხლის მიმოქცევის სისტემის გადატვირთვის რისკი.
სადღეღამისო დოზა და ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია დაკარგული სისხლის რაოდენობასა და ჰემატოკრიტის მაჩვენებლზე.
ახალგაზრდა პაციენტებში, რომლებსაც არ გააჩნიათ კარდიოვასკულური ან პულმონური გართულებათა განვითარების რისკი, ჰემატოკრიტის მაჩვენებელი, რომელიც 30% შეადგენს ითვლება ზღვრულად იმ შემთხვევებისათვის, როდესაც აუცილებელია პლაზმის კოლოიდური შემცვლელის გამოყენება.
დოზის დანიშვნისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ინტრავასკულარულად შეყვანილ რაოდენობას გააჩნია მოცულობითი ეფექტი.
ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე
შესაბამისი კარდიოცირკულატორული სიტუაციის მიხედვით – 20 მლ-მდე სხეულის მასის კგ-ზე საათში.
სადღეღამისო მაქსიმალური დოზა
თერაპიული ზღვარის დადგენა ხდება დილუციის ეფექტის მიხედვით.
საკონტროლო ციფრი:
მაქსიმუმი დაახლოებით 2 გ ჰიდროქსიეთილსახამებელი სხეულის მასის კგ-ზე
(შეესაბამება დაახლოებით 20 მლ სხეულის მასის კგ-ზე)
ჩვეულებრივ გადაისხმევა 500-1000 მლ/დღე.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების არეზე ან სისხლის მოცულობის შემცირების ხარისხზე.
რეკომენდაციები დოზირების შესახებ სისხლის ჰემოდილუციის მიზნით:
ჩატარების განხორციელება შეიძლება იზოვოლემიის (სისხლის გაშვების თანხლებით) ან ჰიპერვოლემიის პირობებში (სისხლის გაშვების გარეშე).
სადღეღამისო დოზა და ინფუზიის სიჩქარე:
დაბალი დოზა: 1 X 250 მლ/დღე 0.5 – 2 საათის განმავლობაში
საშუალო დოზა: 1 X 500 მლ/დღე 4 – 6 საათის განმავლობაში
მაღალი დოზა: 2 X 500 მლ/დღე 8 – 24 საათის განმავლობაში
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის აუტანლობის ყველა ხარისხის რეაქციები. აუტანლობის რეაქციების განვითარებისას აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა და ზოგადად მიღებული გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება.
ძალიან სწრაფმა ინფუზიამ, ასევე პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის სისტემის მწვავე გადატვირთვა სითხის მოცულობით. საშუალო და უფრო მაღალი დოზების დიაპაზონში პრეპარატის ხანგრძლივად, ყოველდღიურად გამოყენება ხშირად იწვევს ქავილს, რომელიც მკურნალობას თითქმის არ ექვემდებარება. იგი შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაშიც, გაგრძელდეს თვეების განმავლობაში და იყოს ძალიან შემაწუხებელი.
არსებობს იშვიათი ცნობები თირკმელების არეში ტკივილის შესახებ. ამ შემთხვევებში აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა, ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სითხით მომარაგება და შრატის კრეატინინის მნიშვნელობების ხშირი კონტროლის განხორციელება.
დილუციის ეფექტის შედეგად ჰიდროქსიეთილსახამებლის ინფუზიები დოზის მიხედვით იწვევს ჰემატოკრიტის და პლაზმის ცილების კონცენტრაციის შემცირებას. დილუციის ეფექტის შედეგად შესაძლებელია შედედების დროისა და სისხლდენის დროის გარდამავალი გაზრდა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ (ალერგია სახამაბელზე). დეჰიდრატაციის მდგომარეობები.
ჰიპერჰიდრატაციის მდგომარეობები.
ჰიპერვოლემია.
ჰიპოკალიემია.
ჰიპერქლორემია.
ჰიპერნატრიემია.
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა.
თირკმლის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს ოლიგურია ან ანურია (კრეატინინი > 2 მგ/დლ).
ფილტვების შეშუპება.
ქალასშიდა სისხლჩაქცევები.
სისხლის შედედების მძიმე დარღვევები.
ახალშობილები, ჩვილები, ბავშვები.
პაციენტები, რომლებსაც მკურნალობა ჰემოდიალიზის მეთოდით უტარდებათ.
ორსულობა, 1-ლი ტრიმესტრი, ორსულობის სხვა ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით.
გარდა ამისა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.
განსაკუთრებული მითითებები
თერაპიის დასაწყისში აუცილებელია შრატის კრეატინინის კონტროლი. კრეატინინის მაჩვენებლების ზღვრული მნიშვნელობებისას (1.2-2.0 მგ/დლ ან, შესაბამისად, 106-177 მკმოლი/ლ, თირკმლის კომპენსირებული უკმარისობა) უნდა მოხდეს მკურნალობის კარგად დაგეგმვა; ასევე აუცილებელია სითხის წონასწორობისა და შარდის შეკავების მაჩვენებლების კონტროლი.
აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით სითხის მიწოდება. თერაპიის ჩატარებისას უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი. აუცილებელია შრატისა და წყლის ბალანსის იონოგრამის კონტროლი.
აუცილებელია პლაზმის პროტეინების განზავების შესაძლებლობის (მ.შ. შედედების ფაქტორების) გათვალისწინება; საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს საჭიროების შესაბამისი შევსება. დილუციის ეფექტის შედეგად შესაძლებელია შედედებისა და სისხლდენის დროის გარდამავალი გაზრდა.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ჰემორაგიული დიათეზის არსებობისას. ჰიდროქსიეთილსახამებლის ინფუზიები იწვევს შრატში α-ამილაზას დონის მომატებას. ეს არ მოწმობს კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების არსებობას.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის დროს არსებობს შემდეგი საშიშროებები:
- სისხლის მიმოქცევის სისტემის მწვავე გადატვირთვა სითხის მოცულობით
- სისხლის შედედების დარღვევები
თერაპია: ინფუზიის შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სამკურნალო საშუალებების დამატებისას აუცილებელია ჩატარდეს სტერილობის, შერევის სისრულის, ფიზიკო-ქიმიური ცვლილებებისა და ზოგადი შეთავსების შემოწმება
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს მექანიკურ ჩანართებს და მოთავსებულია დაუზიანებელ ფლაკონებში. გახსნილი ფლაკონიდან პრეპარატის ხელახლა გამოყენება არ შეიძლება.
დარჩენილი პრეპარატი უნდა უტილიზირდეს.
შენახვის ვადა 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

Viewed 322 times by 70 viewers

ზოგადი ინფორმაცია

რეფორტანი N. Refortan N. პლაზმის შემავსებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ჰიდროქსიეთილსახამებელი. Hydroxiethyl starch. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – B05AA07. მწარმოებელი ფირმა – BERLIN-CHEMIE AG (გერმანია).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის 6% 500 მლ საინფუზიო ხსნარის ფორმით. 1 ლიტრი საინფუზიო ხსნარი შეიცავს მოქმედ სამკურნალო კომპონენტს: პოლი(O-2-ჰიდროქსიეთილ)სახამებელს 60.0 გ (ჩანაცვლების ხარისხი: 0.45-0.55, საშუალო მოლეკულური მასა: 200 000)  ნატრიუმის ქლორიდი 9.0 გ (მმოლი/ლ: Na+ 154 da Cl – 154) სხვა კომპონენტებია:საინექციო წყალი. სტერილური და აპიროგენული ხსნარი. pH მნიშვნელობა: 5.0 – 7.0. თეორიული ოსმოლარობა: 309 მოსმოლი/ლ.

აქტიური ნივთიერება

ჰიდროქსიეთილსახამებელი. Hydroxiethyl starch. ქიმიური დასახელება – კოლოიდი,რომელიც შედგენა ამილოპექტინისგან 150000-450000 (საშუალოდ დაახლოებით 264000) მოლეკულური მასით. ჰიდროქსიეთილსახამებელს მიაკუთვნებენ პლაზმის და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელი, წყალ-ელექტროლიტების ბალანსის და მტმ-ის რეგულატორების ჯგუფს.

სინონიმები

რეფორტანი  N პლუსი (Refortan N plus, Berlin-Chemie Menarini, გერმანია).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სისხლის პლაზმის არასაკმარისი მოცულობა, (ჰიპოვოლემია) ოპერაციებთან, ტრავმებთან, ინფექციებთან და დამწვრობებთან დაკავშირებით
  • შოკი, ოპერაციებთან, ტრავმებთან, ინფექციებთან და დამწვრობებთან დაკავშირებით
  • ჰემოდილუცია სისხლის

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
სისხლის პლაზმის არასაკმარისი მოცულობისა (ჰიპოვოლემია) და შოკის
პროფილქტიკა და თერაპია ოპერაციებთან, ტრავმებთან, ინფექციებთან და
დამწვრობებთან დაკავშირებით. სისხლის ჰემოდილუციის მიზნით.
მიღების წესები და დოზები
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, პრეპარატის შეყვანა ხორციელდება წვეთოვანი ინფუზიის სახით სისხლის მოცულობის საჭირო ჩანაცვლების შესაბამისად. შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციების გამო აუცილებელია პრეპარატის პირველი 10-20 მლ გადაისხას ნელა და პაციენტზე მეთვალყურეობით. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან სწრაფი და ძალიან დიდი დოზის შეყვანის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სისხლის მიმოქცევის სისტემის გადატვირთვის რისკი.
სადღეღამისო დოზა და ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია დაკარგული სისხლის რაოდენობასა და ჰემატოკრიტის მაჩვენებლზე.
ახალგაზრდა პაციენტებში, რომლებსაც არ გააჩნიათ კარდიოვასკულური ან პულმონური გართულებათა განვითარების რისკი, ჰემატოკრიტის მაჩვენებელი, რომელიც 30% შეადგენს ითვლება ზღვრულად იმ შემთხვევებისათვის, როდესაც აუცილებელია პლაზმის კოლოიდური შემცვლელის გამოყენება.
დოზის დანიშვნისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ინტრავასკულარულად შეყვანილ რაოდენობას გააჩნია მოცულობითი ეფექტი.
ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე
შესაბამისი კარდიოცირკულატორული სიტუაციის მიხედვით – 20 მლ-მდე სხეულის მასის კგ-ზე საათში.
სადღეღამისო მაქსიმალური დოზა
თერაპიული ზღვარის დადგენა ხდება დილუციის ეფექტის მიხედვით.
საკონტროლო ციფრი:
მაქსიმუმი დაახლოებით 2 გ ჰიდროქსიეთილსახამებელი სხეულის მასის კგ-ზე
(შეესაბამება დაახლოებით 33 მლ სხეულის მასის კგ-ზე)
ჩვეულებრივ გადაისხმევა 500-1000 მლ/დღე.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების არეზე ან სისხლის მოცულობის შემცირების ხარისხზე.
რეკომენდაციები დოზირების შესახებ სისხლის ჰემოდილუციის მიზნით:
ჩატარების განხორციელება შეიძლება იზოვოლემიის (სისხლის გაშვების თანხლებით) ან ჰიპერვოლემიის პირობებში (სისხლის გაშვების გარეშე).
სადღეღამისო დოზა და ინფუზიის სიჩქარე:
დაბალი დოზა: 1 X 250 მლ/დღე 0.5 – 2 საათის განმავლობაში
საშუალო დოზა: 1 X 500 მლ/დღე 4 – 6 საათის განმავლობაში
მაღალი დოზა: 2 X 500 მლ/დღე 8 – 24 საათის განმავლობაში
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის აუტანლობის ყველა ხარისხის რეაქციები. აუტანლობის რეაქციების განვითარებისას აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა და ზოგადად მიღებული გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება.
ძალიან სწრაფმა ინფუზიამ, ასევე პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის სისტემის მწვავე გადატვირთვა სითხის მოცულობით. საშუალო და უფრო მაღალი დოზების დიაპაზონში პრეპარატის ხანგრძლივად, ყოველდღიურად გამოყენება ხშირად იწვევს ქავილს, რომელიც მკურნალობას თითქმის არ ექვემდებარება. იგი შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაშიც, გაგრძელდეს თვეების განმავლობაში და იყოს ძალიან შემაწუხებელი.
არსებობს იშვიათი ცნობები თირკმელების არეში ტკივილის შესახებ. ამ შემთხვევებში აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა, ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სითხით მომარაგება და შრატის კრეატინინის მნიშვნელობების ხშირი კონტროლის განხორციელება.
დილუციის ეფექტის შედეგად ჰიდროქსიეთილსახამებლის ინფუზიები დოზის მიხედვით იწვევს ჰემატოკრიტის და პლაზმის ცილების კონცენტრაციის შემცირებას. დილუციის ეფექტის შედეგად შესაძლებელია შედედების დროისა და სისხლდენის დროის გარდამავალი გაზრდა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ (ალერგია სახამაბელზე).
დეჰიდრატაციის მდგომარეობები.
ჰიპერჰიდრატაციის მდგომარეობები.
ჰიპერვოლემია.
ჰიპოკალიემია.
ჰიპერქლორემია.
ჰიპერნატრიემია.
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა.
თირკმლის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს ოლიგურია ან ანურია (კრეატინინი >რეფორტანი® N 2 მგ/დლ).
ფილტვების შეშუპება.
ქალასშიდა სისხლჩაქცევები.
სისხლის შედედების მძიმე დარღვევები.
ახალშობილები, ჩვილები, ბავშვები.
პაციენტები, რომლებსაც მკურნალობა ჰემოდიალიზის მეთოდით უტარდებათ.
ორსულობა, 1-ლი ტრიმესტრი, ორსულობის სხვა ტრიმესტრებში პრეპარატის
გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით.
გარდა ამისა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში
ღვიძლის უკმარისობით.
განსაკუთრებული მითითებები
ლიტერატურაში აღწერილია ურთიერთკავშირი დოზასა და ქავილის განვითარების სიხშირეს შორის ოტო-ნევროლოგიური დაავადებების დროს, როგორიცაა, მაგალითად, სმენის მკეთრი დაქვეითება, შუილი ყურებში. ამ დაავადებების დროს, ქავილის განვითარების სიხშირის შესამცირებლად, რეკომენდებულია დოზის შეზღუდვა 500 მლ-მდე დღეში (შეესაბამება 30 გ ჰიდროქსიეთილსახამებელს დღეში).
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის დროს არსებობს შემდეგი საშიშროებები:
- სისხლის მიმოქცევის სისტემის მწვავე გადატვირთვა სითხის მოცულობით
- სისხლის შედედების დარღვევები
თერაპია: ინფუზიის შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სამკურნალო საშუალებების დამატებისას აუცილებელია ჩატარდეს სტერილობის, შერევის სისრულის, ფიზიკო-ქიმიური ცვლილებებისა და ზოგადი შეთავსების შემოწმება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს მექანიკურ ჩანართებს და მოთავსებულია დაუზიანებელ ფლაკონებში. გახსნილი ფლაკონიდან პრეპარატის ხელახლა გამოყეება არ შეიძლება. დარჩენილი პრეპარატი უნდა უტილიზირდეს.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

Viewed 312 times by 79 viewers

konsultaciebi

vaka