ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოის მჟავა – გოგირდის შემცველი მონოკარბონის მჟავა. მონაწილეობს როგორც კოფერმენტი ორგანიზმის ჟანგვით რეაქციებში. წარმოადგენს ზრდის ფაქტორს ზოგიერთი მიკროორგანიზმისათვის.- (კანისა და ვენ. დაავ.) lipoma ცხიმოვანი ქსოვილიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. ლოკალიზდება უპირატესად კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, შემოსაზღვრულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. ლიპომებს გააჩნიათ ნორმალური კანის ფერის, ნახევარრკალისებური, შეხებით რბილი კვანძების შესახედაობა, რომლებმაც