Tag Archives: იჟანგება

ჰიპოქსანტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოქსანტინი – პურინის ფუძე, ნუკლეოპროტეიდების ცვლის შუალედური პროდუქტი. წარმოიქმნება ცხოველებისა და ადამიანის ქსოვილებში ნუკლეინის მჟავათა დაშლისას, იჟანგება ქსანტინად, შემდეგ კი – შარდმჟავად. მცირე რაოდენობით შედის რიბონუკლეინის მჟავაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კალიუმი

კალიუმი – (ლათ. Kalium), K, მენდელეევის პერიოდული სისტემის I ჯგუფის ელემენტი, მიეკუთვნება ტუტე მეტალებს. წარმოადგენს მოვერცხლისფრო – თეთრ, რბილ, ადვილლღობ მეტალს. ჰაერზე სწრაფად იჟანგება, შედის მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ქსოვილთა შემადგენლობაში. მედიცინაში კალიუმის ნაერთები გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი