ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბიექტური – (ფსიქოლოგია) 1. ადამიანისათვის, როგორც სუბიექტისათვის კუთვნილი. ამ გაგებით ადამიანებში ყველაფერი ფსიქიკური ობიექტურად არსებობს მხოლოდ როგორც სუბიექტური, ანუ, ინდივიდისათვის დამახასიათებელი არაა არავის გრძნობა, შეგრძნებები და სხვ. სუბიექტურია ყველანაირი ფსიქიკური მოქმედება – მათ რიცხვში ისიც, რომლის დროსაც ადამიანი ხსნის ობიექტურ რეალობას და რომელიც გამოიხატება ობიექტურ ჭეშმარიტებაში; 2.