Tag Archives: ისტორიული

ფილოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილოგენეზი  – (phylogenesis ბერძნ.phylon  –  გვარი, ტომი, genesis  –  განვითარება, წარმოშობა. სინ.ფილოგენია) მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, აგრეთვე ორგანიზმების ამა თუ იმ ტაქსონო­მიური ცალკეული ჯგუფის (ტიპების, კლასების და ა.შ.) ისტორიული განვითარების პროცესი. ტერმინი „ფილოგენეზი“ შემოიღო ე.ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

რუდიმენტული ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუდიმენტული ორგანოები – (ლათ. Rudimentum ჩანასახი, პირველსაწყისი)  ორგანიზმის ანატომიურად და ფუნქციურად შეცვლილი ორგანოები, რომლებმაც ისტორიული განვითარების პროცესში დაკარგეს საკუთარი მნიშვნელობა. რუდიმენტული ორგანოები როგორც წესი, წარმოიქმნებიან ემბრიოგენეზში, ამიტომ ისინი უფრო კარგად გამოხატულნი არიან მუცელშიგა განვითარების პერიოდში და დაბადებისთანავე. თავიანთი წარმოშობის მიხედვით, ისინი ყველაზე უფრო ხშირად წრმოადგენენ ორგანოთა ნაშთებს,

Read More