Tag Archives: იყოფა

ცირკულური ღარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცირკულური ღარი – (ლათ.circulare – წრის შემოვლება) წრიული ღარი, ანუ გადაზონრვა, რომლის საშუალებითაც მიტოზის ტელოფაზაში გაყოფადი უჯრედის ციტოპლაზმა იყოფა და ორი შვილეული უჯრედი წარმოიქმნება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცენტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსფერო – (centrosphaera ლათ.centrum – ცენტრი და ბერძნ.sphaira – სფერო) უჯრედის ცენტრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია „ნათელი არის“ მსგავსად ცენტრიოლების გარშემომკვრელი უჩანართებო ციტოპლაზმის უბნით. უჯრედის ცენტრის გაყოფისას მიტოზის დროს ცენტროსფეროც ასევე იყოფა ორ ნაწილად, რომლებიც მიემართებიან აქრომატული თითისტარას პოლუსებისკენ. ზოგჯერ ტერმინს „ცენტროსფერო“ ხმარობენ, როგორც „უჯრედის ცენტრის“ სინონიმს,

Read More