Tag Archives: კანის ჰემოსიდეროზი

კანის ჰემოსიდეროზი

კანის  ჰემოსიდეროზი

კანის ჰემოსიდეროზი  – სინონიმები: პურპუროზულ–პიგმენტური დერმატოზი; პურპუროზული და პიგმენტური კაპილარიტი. ეს არის კანისმხრივი ცვლილებები, რომელსაც საფუძვლად უდევს კანში ჰემოსიდერინის ჩალაგება. დაავადების მიზეზი არის კაპილარების დაზიანება.

პირველადი ჰემოსიდეროზების ჯგუფში შედის: მაიოკის რგოლისებული ტელანგიექტაზიური პურპურა (purpura annularis teleangiectodes Majocchi, 1896), შამბერგის პროგრესირებადი პიგმენტური დერმატოზი (dermatosis pigmentosa progressiva Schamberg, 1901), გუჟერო–ბლუმის პიგმენტური ლიქენოიდური ანგიოდერმიტი (dermatitis liosachenoides purpura et pigmentosa Gougerot-Blum, 1925). ამავე ჯგუფს მიაკუთვნებენ ყვითელი ქარვის ფერ დერმატიტს (Favre-Chaix, 1924-1926), ტურენის რკალისებური ტელანგიექტაზიური პურპურა, დუკას–კაპეტანაკის ეკზემატოზისმსგავსი პურპურა და ლევენტალის ალერგიული პურპურა და სხვ.

Read More