სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘კარდიოლოგია’

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარდიოლოგია საქართველოში – საიტი, http://gps.iatp/org.ge შედის პორტალის “ქართული ფარმაცევტული საიტი” (იხ.) და ”კავკასიის სამედიცინო სერვერი “ ინტერნეტ  –  – სისტემაში. აშუქებს კარდიოლოგიის განვითარების საკითხებს, იძლევა ინფორმაციებს სპეციალისტების შესახებ. პროექტის ავტორია ლალი დათეშიძე. რეალიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ფარმაცევტთა, ეკოლოგთა და სამკურნალო მცენარეთა მწარმოებელთა კავშირი (სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი). IREX –  IATP ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერით. საიტის ფარგლებში მუშაობს ონლაინ კონსულტაციების (იხ.) სისტემა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 1611 times by 269 viewers

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარდიოლოგია – შინაგან დაავადებათა განყოფილება, რომელიც შეისწავლის გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ეტიოლოგიას, პათოგენეზს და კლინიკურ გამოვლინებას, შეიმუშავებს მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 671 times by 174 viewers

ლალი დათეშიძე

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიპერიკარდიტი

გულის პერანგის მწვავე ან ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ფიბროზულ, სეროზულ – ფიბროზულ, ჰემორაგიულ, ქსანთომატოზურ, ჩირქოვან, ლპობით პერიკარდიტებს.

perikarditi1

ეტიოლოგია. ინფექცია  (ვირუსები, ბაქტერიები, რიკეტსიები, სოკოები, უმარტივესები), რევმატიზმი, რევმატიული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მიოკარდის ინფარქტი, ურემია, ტრავმა, მათ შორის ოპერაციული, რადიაცია, სიმსივნეები და ჰემობლასტოზები, პარაზიტული ინვაზიები; ზოგიერთი ფორმის პერიკარდიტის დროს წარმოშობის მიზეზები დადგენილი არ არის (იდიოპათიკური).

პათოგენეზი. ხშირად ალერგიული ან ავტოიმუნური; ინფექციური პერიკარდიტის დროს ინფექცია შესაძლოა იყოს გამშვები მექანიზმი; არ გამოირიცხება აგრეთვე გულის გარსების პირდაპირი დაზიანება ბაქტერიული ან სხვა აგენტებით. Read the rest of this entry »

Viewed 6649 times by 3385 viewers

konsultaciebi

vaka