Posts Tagged ‘კარიესი’
-
- როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა
- “კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია
- რატომ ვარდება ბჟენები?
- კბილების კრაჭუნი ანუ ბრუქსიზმი
- რენტგენი — მტერი თუ მეგობარი?
- რატომ ჩნდება კბილებზე ქვები?
- უშიშრად სტომატოლოგისკენ!
_________________________________________________
Viewed 4890 times by 2486 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
შუა ყურის ქრონიკული, ჩირქოვანი ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) მწვავე, ჩირქოვანი შუა ოტიტების დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის, ცხვირის და დანამატი წიაღების, ხორხის ქრონიკული, ანთებითი პროცესების, ორგანიზმის წინააღმდეგობის შესუსტების დროს, ყურის ანთებამ შესაძლოა მიიღოს ქრონიკული ხასიათი. სიმპტომები. დაფის აპკის მთლიანობის სრული დარღვევა, ნაწილობრივი ან სრული დეფექტი, შეუჩერებელი ან სხვადასხვა პერიოდულობით განვითარებული ჩირქდენა, დაფის ღრუს ძვლოვანი კედლების კარიესი, გრანულაციები ან პოლიპები, ზოგჯერ ქოლესტეატომის წარმოქმნა, სმენის დაქვეითება.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2228 times by 343 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქრონიკული ფარინგიტი – ხახის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ატროფიულ, კატარულ და ჰიპერტროფიულ ფორმებს. ვითარდება მწვავე ფარინგიტის შემდეგ, თუკი დროზე არ იქნა მოხსნილი გამაღიზიანებლები, რომელიც მოქმედებენ ხახის ლორწოვან გარსზე. ქრონიკული ფარინგიტის წარმოქმნას ხელს უწყობს სურდო, ტონზილიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ჩირქოვანი ანთებები, კბილების კარიესი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გულის, ფილტვების, თირკმელების დაავადებები და სხვ. სიმპტომები. ყელში სიმშრალის, ჩაფხაჭნის, წვის შეგრძნება, არაიშვიათად მშრალი ხველა, ხმის ადვილად დაღლა. ფარინგოსკოპიით ხახის უკანა კედელი ლორწოვანი გარსი მშრალი, განლეული, ფერმკრთალი, მბზინავი, თითქოსდა ლაქითაა დაფარული; ხშირად აღინიშნება ლორწო, რომელიც შრება და წარმოქმნის ქერქებს. მკურნალობა სიმპტომატურია: გამოსავლები ტუტე ხსნარებით, ზეთოვანი და ტუტე ინჰალაციები, ლორწოვანის დაუშავება გლიცერინიანი ლუგოლის ხსნარით; შიგნით მისაღებად ვიტამინი А, კალიუმის იოდიდის 3% – იანი ხსნარი. კატარული და ჰიპერტროფიული ქრონიკული ფარინგიტი. სიმპტომები: ყელში ჩაფხაჭნის, წვის, უცხო სხეულის შეგრძნება, ზომიერი ტკივილი ყლაპვის დროს, ხახაში მცირე რაოდენობის წებვადი ლორწოვანი გამონაყოფის დაგროვება, გასაკუთრებით ჰიპერტროფიული ფარინგიტის დროს, რაც იწვევს ამოხველების მუდმივ საჭიროებას. ამოხველება განსაკუთრებით ძლიერია დილაობით, ზოგჯერ ახლავს გულისრევა და ღებინება. ფარინგოსკოპიით: ხახის ლორწოვანი გარსის გასქელება და დიფუზური ჰიპერემია, აღინიშნება წებვადი ლორწოვანი ან ლორწოვან – ჩირქოვანი სეკრეტი; გადიდებულია ფოლიკულების ცალკეული ჯგუფები. რბილი სასა და ნაქი შეშუპებული და გასქელებულია. ფარინგიტის ჰიპერტროფიული ფორმის დროს აღნიშნული სიმპტომები მეტადაა გამოხატული. ხახის უკანა კედლის ლიმფოიდური ქსოვილის დაგროვებას და გადიდებას, ე. წ. გრანულებს აღნიშნავენ როგორც ,,გრანულოზური ფარინგიტს”, ხოლო ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერტროფიას ხახის გვერდით კედლებზე წითელი ფერის მორგვების სახით ატარებს სახელწოდებას – ,,გვერდითი ფარინგიტი”. ამ ტერმინით აღნიშნავენ ფარინგიტის ჰიპერტროფიულ ფორმებს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 5207 times by 512 viewers


