Tag Archives: კბილში

კბილის მწვავე ტკივილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის მწვავე ტკივილი – თავისთავად წარმოქმნილი ტკივილის შეტევები კბილში, რომელიც ხშირად ირადირებს ყურში ან საფეთქელში; დაკავშირებულია პულპის ანთებასთან. მუდმივი, ერთი კბილის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილი, არაიშვიათად პულსირებადი, რომელიც ძლიერდება კბილზე შეხებისას, უკავშირდება მწვერვალახლო ქსოვილების ანთებას. კბილის მწვავე ტკივილი შესაძლებელია განპირობებული იყოს პაროდონტიტით, რომლის გამწვავებას ახლავს პაროდონტული აბსცესების განვითარება.

Read More