Tag Archives: კეთილთვისებიანად

შებრუნებითი ტიფი, ენდემიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შებრუნებითი ტიფი, ენდემიური – – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტის განსაკუთრებული სახე. გამომწვევის წყაროა ცხოველები, გადამტანები არიან ტკიპები. ვლინდება ცხელებითი შეტევებით, რომელიც მონაცველობს ნორმალურ ტემპერატურასთან. მიმდინარეობს კეთილთვისებიანად, მკურნალობა – ანტიბიოტიკები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტაქიბოტრიოტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაქიბოტრიოტოქსიკოზი – სოკოვანი ინტოქსიკაცია, რომელიც მიმდინარეობს კეთილთვისებიანად რინიტის, კატარალური ანგინისა და ზედაპირული ტოქსიდერმიის მოვლენებით. პათოლოგიური პროცესის განვითარება განპირობებულია სოკოს ტოქსიური ნივთიერებით – სტაქიბოტრიოტოქსინით, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება. დაავადება ადამიანებში ვლინდება დერმატიტის, კატარალური ანგინის, რინიტისა და კონიუნქტივიტის სახით. კანის დაზიანება აღინიშნება კანზე, იღლიისქვეშა და მუხლქვეშა არეში,

Read More