რეგიოკრინული უჯრედები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეგიოკრინული უჯრედები – (cellulae regiocrinae ბერძნ.regio – უბანი და crinein – გამოყოფა) უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ციტოპლაზმის ნაწილაკებს. ამ მოვლენას ეწოდება კლაზმატოზი, ხოლო თვით უჯრედებს – კლაზმატოციტები (clasmatocyti) . იხ.აგრეთვე სინონიმები: ჰისტიოციტები, მაკროფაგები, პოლიბლასტები, ცთომილი უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)