Tag Archives: კონტაქტური

აბსცესი თავის ტვინის კონტაქტური

აბსცესი თავის ტვინის კონტაქტური – (abscessus cerebri contactus) თავის ტვინის აბსცესი, რომელიც ვითარდება ინფექციის გამომწვევის გავრცელებით ახლოს მდებარე ჩირქოვანი ანთების კერიდან (შუა ყურიდან, პარანაზალური წიაღებიდან, თვალბუდიდან, ქალას ძვლებიდან)

აბსცესი ამებური

აბსცესი ამებური – (abscessus amoebicus) ღვიძლის ან თავის ტვინის (იშვიათად სხვა ორგანოების) აბსცესი ამებიაზის დროს, რომელიც გამოწვეულია Entamoeba histolytica – ს ჰემატოგენური დისემინაციით ან მეზობელ ორგანოებში მისი კონტაქტური შეღწევით; ხშირად მრავლობითია.