Tag Archives: კოს

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

სამედიცინო პარაგრაფები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო პარაგრაფები – ”  –  XVIII ს. (1714 – 24) სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია ვახტანგ VI. წიგნი შედგება 37 პარაგრაფისაგან, სადაც ძირითადად დახასიათებულია არაორგ. წარმოშობის სამკურნ. საშუალებანი, მათი შემზადების და გამოყენების წესები; აღწერილია წამლები, რომლებსაც იყენებდნენ ხველების, გულის, კუჭ – ნაწლავის, ფილტვების, სახსრების და სხვ. დაავადებათა დროს;

Read More