Tag Archives: კოქლეარული ნევრიტი

კოქლეარული ნევრიტი

კოქლეარული ნევრიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნევრიტი კოქლეარული (სასმენი მილის ნევრიტი) (cochlear neuritis) – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება, რომელიც ვლინდება სმენის დაქვეითებითა და ხმაურის შეგრძნებით ერთ ან ორივე ყურში. მიზეზები მრავალგვარია; მათგან მნიშვნელოვანია: დაავადებები გრიპი, ეპიდემიური პაროტიტი, ეპიდემიური მენინგოკოკური მენინგიტი, ტიფი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.), ათეროსკლეროზი, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის დაავადებები, სამკურნალო პრეპარატებით (ქინინი, სალიცილატები, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი და სხვ.), ნიკოტინით, ალკოჰოლით, მინერალური შხამებით (დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ფოსფორი) ინტოქსიკაცია, ასევე ხმაური და ვიბრაციული ტრავმა. დიაგნოზი დადგენა ხდება აუდიოლოგიური გამოკვლევით.

Read More