Tag Archives: კრისტალებია

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

ლიზისი

ლიზისი – 1. უჯრედებისა და ქსოვილების დაშლა საკუთარი ან უცხო ფერმენტების მოქმედებით; 2. სხეულის ტემპერატურის ნელი და თანდათანობით დაცემა ციებ – ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს დაავადების კლინიკური ნიშნების თანდათანობით შემცირება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .