Tag Archives: კრონის დაავადება

ენტერიტი

 ენტერიტი enteritis

ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება.

მწვავე ენტერიტი. მწვავე ენტერიტის დროს ხშირად პათოლოგიურ პროცესში ერთდროულად ერთვება კუჭიც და მსხვილი ნაწლავიც.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მწვავე ენტერიტებს: 1. ინფექციური და ვირუსული წარმოშობის; 2. ალიმენტური; 3. ტოქსიკური; 4. ალერგიული. პათოგენეზი განპირობებულია პათოლოგიური საწყისის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის ლორწოვანზე. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ცივი სასმელების მიღება, ორგანიზმის საერთო გადაცივება, პოლიჰიპოვიტამინოზები და სხვა ფაქტორები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია დაიწყოს ადგილობრივი სიმპტომებით – გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცელში ყურყური, ზოგჯერ სპატიკური ტკივილები. შემდეგში მას ერთვის საერთო სისუსტე, ზოგადი დაუძლურება, ცივი ოფლი, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, სისხლძარღვოვანი კოლაფსის სიმპტომები.

Read More

კრონის დაავადება

კრონის დაავადება Crohn’s disease კრონის დაავადება – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიკური ანთებითი დაზიანება; ხასიათდება ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით, რომლებიც რთულდებიან პერფორაციებით, ასევე გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით, სისხლდენითა და სხვ. ეტიოლოგია, პათოგენეზი დადგენილი არ არის. კრონის დაავადება ვლინდება გრანულომატოზური კოლიტის სახით. მსხვილ ნაწლავში გრანულომატოზური ანთებისა და წყლულოვანი კერების წარმოქმნა იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ფაღარათს, გამოფიტვას,

Read More