Tag Archives: კუბური

ფოლიკული საკვერცხის, პირველადი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკული საკვერცხის, პირველადი – (folliculus ovaricus primarius) საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერების ფოლიკულები, შეიცავს პირველად ოოციტს მცირე ზრდის პერიოდში, რომლებიც გარშემოვლებულია ერთი ან რამდენიმე კუბური ფორმის ფოლი­კულური  უჯრედების შრით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  –  კოლოიდი (colloidum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More