Tag Archives: ლატერალური

ქორდოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორდოტომია – (ბერძ. Chorde სიმი + tome გაკვეთა)ზურგის ტვინის ლატერალური სპინოთალამური გზის გადაკვეთის ოპერაცია, რომელიც ხდება ზურგის ტვინის გვერდით ლარში და წარმოადგენს სხეულის შესაბამისი ნახევრის ტკივილისა და ტემპერატურის მგრძნობელობის ძირითად გამტარს. აღნიშნული ტარდება მტანჯველი ტკივილების მოსახსნელად, რომელიც განპირობებულია ტრავმით, ან ზურგის ტვინის დაავადებებით, სიმსივნითა და სხვ. გაფრთხილება!

Read More

სისხლძარღვოვანი ზოლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი ზოლი – (stria vascularis ლათ.vasculum  –  სისხლძარღვი) ამოფენს ლოკოკინას არხის ლატერალური კედლის შიგნითა მხარეს, შედგება მრავალრიგიანი ეპითელიუმისა და ჰემი­კაპილარებისაგან; პროდუცირებს ენდოლიმფას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა