Posts Tagged ‘ლექსიკონი’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლექსიკონი – (ლინგვ.) 1. წიგნი, რომელშიც ანბანის მიხედვით გაწყობილია ამა თუ იმ ენის სიტყვები და მოცემულია მათი განმარტება ან თარგმანი რომელიმე სხვა ენაზე; 2. სიტყვების მარაგი; ლექსიკა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 791 times by 179 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაზომვა – შემეცნებითი პროცედურა, რომელიც ხორციელდება მეცნიერული კვლევის ემპირიულ დონეზე და შეიცავს მატერიალური ობიექტების დახასიათებათა (წონა, სიგრძე, კოორდინატები, სიჩქარე და სხვ.) განსაზღვრებას სათანადო საზომ ხელსაწყოთა მეშვეობით. საბოლოო ანგარიშით გაზომვა დაიყვანება გასაზომი სიდიდის შედარებაზე რომელიღაც ეტალონად (ერთეულად) მიღებულ მისდაგვარ სიდიდესთან. გაზომვის ერთეულთა ამა თუ იმ სისტემის მეშვეობით წარმოებს სხეულთა თვისებების რაოდენობრივი აღწერა, რომელიც შემეცნების მნიშვნელოვან ელემენტს ქმნის. გაზომვა ზრდის ჩვენი ცოდნის სიზუსტის ხარისხს. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1193 times by 163 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
აღწერა – მეცნიერული გამოკვლევის ეტაპი, რომელიც ახდენს ექსპერიმენტის ან დაკვირვების მონაცემების ფიქსირებას მეცნიერებაში მიღებული აღნიშვნების გარკვეული სისტემების დახმარებით. აღწერა ხდება როგორც ჩვეულებრივი სალაპარაკო ენით, ისე სპეციალური საშულებებით, რომლებიც შეადგენენ მეცნიერების ენას (სიმბოლოები, მატრიცები, გრაფიკები და ა. შ.). მეცნიერებაში აღწერა ამზადებს გადასვალს ობიექტის თეორიულ გამოკვლევაზე (ახსნა). აღწერა და ახსნა მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ფაქტების აღწერის გარეშე შეუძლებელია მათი ახსნა; მეორე მხრივ, აღწერა ახსნის გარეშე ჯერ კიდევ არ შეადგენს მეცნიერებას. ხსნიდნენ რა, მეცნიერული გამოკვლევის ბუნებას უკიდურესი ფენომენალიზმის პოზიციებიდან, პოზიტივისტებმა (მახი, პირსონი და სხვ.) მეცნიერების ამოცანად დასახეს მხოლოდ ,,ფაქტების წმინდა აღწერა”.(წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)
ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1177 times by 183 viewers


