Tag Archives: ლიზინი

ცისტინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინურია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელებში 4 ამინომჟავას (ცისტინი, ლიზინი, არგინინი, ორნიტინი) უკუშეწოვის დარღვევით, რაც იწვევს შარდში ცისტინის კონცენტრაციის მომატებას. მიმდინარეობს პიელონეფრიტით, შარდის კენჭების წარმოქმნით. მკურნალობა: სითხის დღე – ღამური მოხმარების გაზრდა, შარდის გატუტიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ლიზისი

ლიზისი – 1. უჯრედებისა და ქსოვილების დაშლა საკუთარი ან უცხო ფერმენტების მოქმედებით; 2. სხეულის ტემპერატურის ნელი და თანდათანობით დაცემა ციებ – ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს დაავადების კლინიკური ნიშნების თანდათანობით შემცირება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .