Tag Archives: ლიმფოლეიკოზი

ლიმფოლეიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოლეიკოზი – ლეიკოზი, რომლის დროსაც სიმსივნური პროცესის წყაროა უჯრედი – ლიმფოპოეზის წინამორბედი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ჰემატოსარკომები და ლიმფომები

ჰემატოსარკომები და ლიმფომები hematosarcoma and lymphoma

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოსარკომები და ლიმფომები (ლიმფოციტომები) – სისხლმბადი უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეები, რომლებიც საწყის ეტაპზე არ აზიანებენ ძვლის ტვინს; შესაძლებელია განვიტარდეს ბლასტური უჯრედებიდან (ჰემატოსარკომები) და მომწიფებული ლიმფოციტებიდან (ლიმფომები ანუ ლიმფოციტომები). ზოგჯერ აღნიშნული სიმსივნეები გაერთიანებულნი არიან საერთო ცნებით ,,ჰემატოსარკომები”. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ლიმფოციტური სიმსივნეები – ლიმფოსარკომები და ლიმფოციტომები. მიელობლასტომიდან, მონობლასტებიდან წარმომდგარი სიმსივნეები გვხვდება საკმაოდ იშვიათად. გვხვდება ასევე არადიფერენცირებული ჰემატოსარკომები. ნებისმიერმა ჰემატოსარკომამ და ლიმფოციტომამ შესაძლოა ტრანსფორმირება განიცადოს შესაბამის ლეიკოზად: ჰემატოსარკომებმა – მწვავე, ლიმფოციტომებმა – ქრონიკულ ლიმფოლეიკოზად.

Read More