Tag Archives: ლიმფოციტებს

მცირე ლიმფოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ლიმფოციტი – (lymphocytus parvus ლათ. parvus – მცირე) სისხლის ყველა ლიმფოციტის უმეტესი ნაწილი, დიამეტრი 7 მკმ – მდეა. არჩევენ ნათელ (70 – 75%) და მუქ (12 – 13%) ლიმფოციტებს, რომლებიც ორგანელების სხვადასხვა შემცველობით განსხვავდებიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

დიუბუას აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუბუას აბსცესი – (P. Dubois, ფრან. გინეკოლოგი; სინ. ბედნარის ცისტა) მკედუკანა ჯირკვლის (თიმუსი) აბსცესი თანდაყოლილი სიფილისის დროს, რომელსაც აქვს ცისტის ფორმა, ამოფენილია ბრტყელი ეპითელით და შეიცავს ლიმფოციტებს, ნეიტროფილურ გრანულოციტებს, ეპითელურ უჯრედებსა და სპიროქეტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა