Tag Archives: ლორწოვანი გარსი

აბლაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. განმარტებითი ლექსიკონი აბლაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტროინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან  მოცილება მაქანიკური გზით (მაგალითად, ტოლზილიტის დროს ნუშების ლორწოვანი გარსის აბლაცია, ბარეტის მეტაპლაზიის დროს საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის აბლაცია).  

ხველა

ხველა – რთული რეფლექსური აქტი, რომლის დროსაც ხდება სასუნთქი გზების სწრაფი დაცლა ჰაერისაგან (ჰაერის გამოდევნა). ამის ძირითადი მიზეზია სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი