Tag Archives: მარა

კარიოკინეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოკინეზი – (caryokinesis ბერძნ.caryon  –  ბირთვი და kinesis  –  მოძრაობა) ტერმინი შემოიღო (1878) შლეიხერმა უჯრედის ბირთვის არაპირდაპირი გაყოფის პირველი ფაზების აღსანიშნავად. ამჟამად ამ ტერმინს ხმარობენ უფრო ფართო მნიშვნელობით, მთლიანად უჯრედის მიტოზური გაყოფის პროცესის აღსანიშნავად. ამ მნიშვნელობით ის პირ­ველად იხმარა (1882) ფლემინგმა. სინ.მიტოზი, უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

დიპლოსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლოსომა – (diplosoma ბერძნ.diploos – ორმაგი და soma, soma­tos – სხეული) ორმაგი სხეულაკი ცენტროსომაში (უჯრედულ ცენტ­რში), რომელიც წარმოდგენილია ციტოპლაზმის სხივისებურად ორიე­ნტირებული ნივთიერებებით გარშემოკრული ორი ცენტრიოლით (იხ. ცენტროსფეროები). ტერმინი პირველად იხმარა მონტგომერიმ (1904). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More