Tag Archives: მედიასტინიტის

საყლაპავის პერფორაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის პერფორაცია – (ქირურგ.) ვითარდება ბასრი საგნების (თევზის ფხები, კბილის პროთეზები და სხ.) გადაყლაპვის შედეგად, წარუმატებელი ოპერაციების (ეზოფაგოსკოპიები, უცხო სხეული ამოღების მცდელობა) დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. საყლაპავის კედლის მთლიანობის დარღვევისთანავე ვითარდება მკვეთრი ტკივილები მკერდის ძვლის უკან და ზურგში, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, აღინიშნება ღებინების შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება და მტკივნეულობა.

Read More

პერეზის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერეზის ნიშანი – (J. Perez) 1. ფილტვების მიდამოში აუსკულტაციით გამოვლენილი ტკაცუნი, როდესაც პაციენტი მჯდომარე მდგომარეობაში ხელს სწევს ზევით ან ქვევით უშვებს; ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ფიბროზული მედიასტინიტის, ასევე აორტის რკალის ანევრიზმის დროს. 2. პლევრის ხახუნი, რომელიც მოისმინება გულმკერდის ზედა მესამედში, როდესაც ავადმყოფი ხელს ზევით სწევს ან უშვებს

Read More