Tag Archives: მემკვიდრეობა

გენი ლეტალური

განმარტებითი ლექსიკონი გენი ლეტალური – გენი, რომელიც გარკვეული გარემოებების დროს იწვევს იმ ინდივიდუუმის სიკვდილს, რომლის ორგანიზმში იგი არსებობს.ლეტალური გენები ჩვეულებრივად რეცესიულები არიან: ინდივიდუუმი შეიძლება მოკვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მისი ორივე მშობელი ამ გენის მატარებელია.თუ ამ გენის მატარებელი მხოლოდ ერთი მშობელია,მაშინ გენის ლეტალური მოქმედება იქნება შენიღბული დომინანტური ალელით,რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა  ჯანმრთელი მშობლისგან.

ჰაპლოტიპი

ჰაპლოტიპი – HLA- ანტიგენების სრული ნაკრები, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა ბავშვებს ორივე მშობლისგან. (1) ჰაპლოტიპი (haplotype) – მოცემული დიპლოიდური ინდივიდის, ერთ ქრომოსომაზე, ალელების კომბინაცია – ჰაპლოიდური გენოტიპი. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .