Tag Archives: მემკ

არიასის ჰიპერბილირუბინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არიასის ჰიპერბილირუბინემია – არაჰემოლიზური მეორე ტიპის თანდაყოლილი სიყვითლე – მემკვიდრეობითი დაავადება. შეპირობებულია ფერმენტ გლუკორონოზილტრანსფერაზის უკმარისობით. ვლინდება სუსტად გამოხატული სიყვითლით. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ანდერსენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანდერსენის სინდრომი – კუჭუკანა ჯირკვლის მემკვიდრეობითი კისტოზური ფიბროზი. მუკოვისციდოზი. პანკრეატობრონქოპულმონური კისტოზური ფიბროზი. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. პათოგენეზი არ არის დადგენილი. ავადმყოფის პანკრეასული და ბრონქულისეკრეტი, ასევე ნაღველი მომატებული წებოვნებისაა. პროცესში ჩართულია ლორწოვანის, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლები. ნატრიუმის შემადგენლობა ნერწყვსა და ოფლში 2 – 5 – ჯერ მატულობს.

Read More