Tag Archives: მეტაპლაზიის

რეშად – შილინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეშად – შილინგის დაავადება – მწვავე რეტიკულოენდოთელიოზი. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, სიცხიანობით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ჰემორაგიული დიათეზით; შესაძლოა პირღებინება, დიარეა. სისხლში ანემია, ლეიკოციტოზი, მონოციტოზი (90% – მდე ჰისტომონოციტების, მონოციტოიდების, მონობლასტების სიჭარბით), თრომბოციტოპენია. ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძების ბიოფსიით დგინდება რეტიკულოენდოთელიური პროლიფერაცია, მიელოიდური მეტაპლაზიის კერები.

Read More

პელეგრინ – შტიდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელეგრინ – შტიდის დაავადება – (A. Pellegrini, იტალ. ქირურგი; A. Stieda, გერმ. ქირურგი; სინ.: შტიდის მოტეხილობა, შტიდ – პელეგრინის სინდრომი) ბარძაყის ძვლის მედიალური ზედაროკის მიდამოში პარაარტიკულური ქსოვილების პოსტტრავმული ოსიფიკაცია. დაავადება აღინიშნება ორივე სქესის პირებში, უფრო ხშირად კი – მამაკაცებში, 25 – 45 წლის ასაკში. ვითარდება პირდაპირი დარტყმის

Read More