Tag Archives: მეტყველებითი

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

სტუპორი (შებოჭვა, სტუპორული მდგომარეობა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტუპორი (შებოჭვა, სტუპორული მდგომარეობა) – უძრაობის  მდგომარეობა, მთლიანი ან ნაწილობრივი მუტიზმით (მეტყველებითი ურთერთობის არარსებობით გარშემომყოფთა მიმართ) და გაღიზიანებადობაზე შესუსტებული რეაქციებით, მათ შორის ტკივილის გამომწვევზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა