Tag Archives: მიგვანიშნებს

ლიმფური კვანძის რეაქციული ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფური კვანძის რეაქციული ცენტრი – (centrum reactivum / noduli lymphatici/)  ლიმფური ფოლიკულის ცენტრალური ნათელი ნაწილი, შედგება რეტიკულური უჯრედებისაგან, გაყოფად B  –  ლიმფობლასტებისაგან, მაკროფაგებისა და დენდრიტული უჯრედებისაგან . ორგანიზმის ინტოქსიკაციის დროს მიმდინარეობს მოფაგოციტე უჯრედთა დაგროვება. აღნიშნული მიგვანიშნებს ამ ზონის ძლიერ რეაქტიულობაზე. სინ. გამრავლების ცენტრი სინ.ცენტრი გერმინაციული (ცენტრუმ გერმინალე).

Read More