Tag Archives: მიკროსკოპული

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

შარკო – ლეიდენის კრისტალები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო – ლეიდენის კრისტალები – (J. М. Charcot, 1825—1893, ფრანგი ნევროპათოლოგი; Е. V. Leyden, 1832—1910, გერმანელი ნევროპათოლოგი; სინ. ბიცოცერო – ნეიმანის კრისტალები)   –  გლუვი, უფერო, ოქტაედის ფორმის კრისტალები, რომელიც ვლინდება ბრონქული ასმით ან ასთმური ბრონქიტით დაავადებულის ნახველის მიკროსკოპული გამოკვლევისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა