Tag Archives: მობილიზებას

ლიპოტროპული ჰორმონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოტროპული ჰორმონები – (ჰიპოფიზის) ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონთა ჯგუფი, რომლებიც ახდენენ ცხიმების მობილიზებას და ასტიმულირებენ ცხიმების გამოყენებას ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაში. ასეთ მოქმედებას ახდენენ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, სომატოტროტროპული ჰორმონი, თირეოტროპული ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი და ზოგიერთი უცნობი სტრუქტურის პეპტიდური ნივთიერებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

აფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფექტი – (ლათ. Affectus – სულიერი მღელვარება) ძლიერი, მძაფრად მიმდინარე და შედარებით ხანმოკლე, განწყობილებებისა და ვნებებისაგან (გრძნობებისგან) განსხვავებული, ემოციური განცდა ადამიანისა: მრისხანება, ძრწოლა და ა. შ. თან ახლავს მკვეთრი გამომსახველი მოძრაობები (სპეციფიკური მიმიკა და ჟესტიკულაცია) და ხმიერი რეაქციები (ტირილი, ყვირილი). ზოგჯერ, პირიქით, ადამიანი შეშდება. აფექტის გარეგნული გამოვლენის

Read More