Tag Archives: მონოსაქარიდი

გალაქტოზა

გალაქტოზა – მონოსაქარიდი (ჰექსოზა); შედის ლაქტოზის შემადგენლობაში, მცენარეულ და ცხოველურ პოლისაქარიდებში. ცხოველურ ქსოვილებში თავისუფალი გალაქტოზა გარდაიქმნება უკეთ ასათვისებელ გლუკოზად. (1) გალაქტოზა (galactose) – ექვსნახშირბადიანი მონოსაქარიდი; D-გალაქტოზა შედის ლაქტოზის, ზოგიერთი პოლისაქარიდის, მუკოპროტეიდების და სხვა ნაერთების შემადგენლობაში. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .