Tag Archives: მოსპობის

სტერილიზაცია სქესობრივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტერილიზაცია სქესობრივი – (ლათ. Sterilis უნაყოფო) ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე ზემოქმედება  შთამომავლობის მოცემის უნარის მოსპობის მიზნით, სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული ფუნქციის შენარჩუნებით. სქესობრივი სტერილიზაცია განსხვავდება კასტრაციისაგან, რომლის დროსაც გამოთიშულია სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული ფუნქციაც. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ბაქტერიციდობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიციდობა – (ბაქტერია და ლათ. caedo – ვკლავ), ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორთა უნარი მოსპონ მიკროორგანიზმები. ჩვეულებრივ ამ ტერმინით აღნიშნავენ ყველა სახეობის მიკრობის მოსპობის უნარს. ფიზიკური ფაქტორებიდან ყველაზე მაღალ ბაქტერიციდობას იჩენს თბური და სხივური ენერგია. მიკრობთა უმრავლესობა მეტად მგრძნობიარეა მოკლეტალღიანი, კერძოდ ულტრაიისფერი, სხივებისადმი, რაც საფუძვლად დაედო შენობათა

Read More