Tag Archives: მოყვითალო

ცისტა კბილის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტა კბილის – სინონიმი–კბილის ფესვის ირგვლივი ყბის ცისტა–ღრუ, რომელიც მდებარეობს კბილის ალვეოლის წანაზარდების სისქეში, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ყბის ნაწილებიც, ამოფენილი გარსითა და გავსებული მოყვითალო ან მოყავისფერო სითხით, რომელიც შეიცავს ქოლესტერინის მარცვლებს, ჩირქს (ჩირქოვანი ცისტები), ლორწოს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქსანთომა

ქსანთომა – 1. xanhtoma (ბერძნ. Xanhtos ყვითელი,  – oma სიმსივნე)  მოყვითალო ფერის კვანძოვანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლიპოიდების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან; ვითარდება კანში, ხშირად თვალის ქუთუთოში. 2.   კანსა და ზოგიერთ ქსოვილში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კეროვანი ჩალაგება; გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის  პროცესების მოშლით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი