Posts Tagged ‘მოყინვა’
ზოგადი ინფორმაცია
ირუქსოლ-მონო. Iruxol. პროტეოლიზური პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კოლაგენაზა. Collagenase. მწარმოებელი ფირმა – Smith and Nephew (ინგლისი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 30 მგ–იანი მალამოს ფორმით.
აქტიური ნივთიერება
კოლაგენაზა. Collagenase. კოლაგენაზას მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ნეკროზული ქსოვილების ფერმენტული გასუფთავება
- წყლულები ვარიკოზული
- დამწვრობები
- მოყინვები
- ჭრილობები, ხანგრძლივად შეუხორცებელი
- განგრენა
- ნაწოლები
- წყლულები ღრმა
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
ირუქსოლ-მონო -ს შემადგენლობაში შემავალი კლოსტრიპეპტიდაზა, წარმოადგენს პროტეოლიტური (ცილების გამხლეჩი) მოქმედების ფერმენტს, რომელიც გამოიყოფა Clostridiumhistolicum – დან.
მალამო უზრუნველჰყოფს ჭრილობის ფერმენტულ გაწმენდას, აფერხებს ინფექციების განვითარებას, აჩქარებს რეგენერაციას.
ჩვენებები
ირუქსოლ-მონო გამოიყენება ნეკროზული ქსოვილების ფერმენტული გასუფთავების, ვარიკოზული წყლულების, დამწვრობების, მოყინვების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, განგრენის, ნაწოლების და აგრეთვე ღრმა წყლულების დამუშავებისათვის.
ჭრილობის ფერმენტული დამუშავება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად მეთოდს. იგი ნაკლებტრავმულია პაციენტისათვის და უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილების ეფექტურ მოშორებას და სრულჰყოფს ჭრილობის გრანულაციას.
ირუქსოლ-მონო
მალამო მოწოდებულია ნეკროზული ჭრილობების ფერმენტული დამუშავებისათვის. მისი აქტიური კომპონენტი – კოლაგენაზა-შლის ჭრილობის თავისუფალ კოლაგენს, უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილის სწრაფ და ეფექტურ მოცილებას, ამასთან არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს.
ირუქსოლ-მონო
მთელ მსოფლიოში მიღებული, ირუქსოლ-მონო 30Nწელზე მეტი გამოცდილებით ამტკიცებს თავის ეფექტურობას ფართო სპექტრის ქრონიკული ჭრილობების მკურნალობისას.
ირუქსოლ-მონო
ერთადერთი ფერმენტული პროდუქტია, რომელიც სელექტიურად მოქმედებს კოლაგენზე, ათავისუფლებს ჭრილობას ნეკროზული ქსოვილისაგან ისეთი სახით, რომ არ დაირღვეს ჭრილობის შეხორცების პროცესი.
ირუქსოლ-მონო
ნაზად მოქმედი, სელექტიური და ეფექტური მალამოა.
მიღების წესები და დოზები
ირუქსოლ-მონო თანაბრად დავიტანოთ ჭრილობაზე დღეში ერთხელ (საჭიროების მიხედვით შესაძლებელია მისი გამოყენება დღეში 2-ჯერ) 2მმ სისქით. სასურვლი ეფექტისთვის ჭრილობის არე თერაპიის დროს იყოს საკმარისად ტენიანი. ჭრილობა შესაძლებელია წინასწარ დავნამოთ ფიზიოლოგიური ხსნარით.
უკუჩვენება
შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებთან მიმართებაში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

Viewed 663 times by 141 viewers
გამოყენება: კანის ყველა ტიპის დამწვრობა, ქიმიური, თერმული და რადიაციულის ჩათვლით, მოყინვა, წითელი ქარი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს. Read the rest of this entry »
Viewed 24877 times by 9136 viewers
მოყინვისა და დამწვრობის დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
| 1. | ||
| ბერძნული კაკლის ფოთლები
სააფთიაქო გვირილას ყვავილები |
50 გრ. 50 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემით გავიკეთოთ კომპრესები კანის მოყინულ ადგილებზე 10-12 დღის განმავლობაში დღეში ერთ-ორჯერ. |
| 2. | ||
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები
ბერძნული კაკლის ფოთლები თრიმლის ფოთლები ყუნწიანი მუხის ქერქი |
25 გრ. 25 გრ. 20 გრ. 20 გრ. |
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული მონახარშით კანის მოყინულ უბნებზე გავიკეთოთ კომპრესი. კომპრესის მოცილების შემდეგ კანზე უნდა წავისვათ ზეითუნის ზეთი. |
| 3. | ||
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები
სამკურნალო გულყვითელას ყვავილები ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ყვავილები დასვრეტილი კრაზანას ყვავილები |
10 გრ. 15 გრ. 25 გრ. 50 გრ.
|
ასეთი რაოდენობის ნარევს დავასხათ ორი ლიტრი ზეითუნის ზეთი, დავაყოვნოთ 40 დღის განმავლობაში, გავწუროთ.მიღებული სითხე წავისვათ დამწვარ კანზე. |
მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
გადასვლა საწყის გვერდზე >>>
Viewed 1108 times by 459 viewers



