Tag Archives: მოძრავია

სანგვინიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანგვინიკი – (ფსიქოლოგია)  (ლათ. san – quis – სისხლი) სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან ერთ – ერთი, დამახასიათებელი მაღალი ფსიქიკური აქტივობით, ენერგიულობით, შრომისუნარიანობით, ცოცხალი და სწრაფი მოძრაობით, მიმიკის მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით, მეტყველების სწრაფი ტემპით. სანგვინიკს ახასიათებს შთაბეჭდილებათა სწრაფი ცვლა, გარემომცველ მოვლენებზე სწრაფი და ადვილი რეაგირება, თანაზიარობა.

Read More

დაკიდებული კიდური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაკიდებული კიდური – (ქირურგ.) აღინიშნება დუნე დამბლებისა და ცნს – ის ზოგიერთი დაავადებების (სირინგომიელია, ზურგის ტვინის ტაბესი) დროს, აგრეთვე სახსრის მოცულობითი რეზექციის შემთხვევაში, როდესაც სახსრის იოგოვანი აპარატი მკვეთრად შესუსტებულია, ხოლო სასახსრე კაფსულა ისე არის გაჭიმული, რომ სახსარი ზედმეტად მოძრავია და მისი გამოყენება გაძნელებულია. მკურნალობა. გამოიყენება სპეციალური ორთოპედიული

Read More