Tag Archives: მსხლისებრი

სენსორული ბეწვიანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენსორული ბეწვიანი უჯრედები – / კარიბჭის / (cellulae sensoriae pilosae) ლოკოკინას ორგანოს მსხლისებრი ან სვეტისებრი ფორმის სენსორულ – ეპითელური უჯრედი, რომლის აპიკალურ ზედაპირზე უმოძრაო მიკროხაოები და ერთი მოძრავი წამწამია, ბაზალურ ზედაპირზე კონტაქტირებს აფერენტულ დაბოლოებასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

პურკინიეს უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურკინიეს უჯრედები – (neurocyti piriformes) მსხვილი მსხლისებრი ფორმის ნერვული უჯრედები ნათხემის ქერქის განგლიურ შრეში. მათ აქვთ ერთი ნეირიტი და ორი ძლიერ დატოტვილი დენდრიტი, რომლებიც მდებარეობენ ხვეულის სიგრძის პერპენდიკულარულ სიბრტყეში. ასე ეწოდათ ჩეხი ჰისტოლოგის ი.ე.პურკინიეს გვარის მიხედვით, რომელმაც პირველმა აღწერა უჯრედების ეს სახე. სინ. უჯრედები განგლიური. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More